შექმნის ისტორია

   
გადმოცემა, რომ რაგბის თამაში შეიქმნა 1823 წლის 7აპრილს. ამ დღეს ინგლისის ქალაქ რაგბიში (ინგ. Rugby აქედან მოდის თამაშის სახელწოდებაც) 16 წლის მოსწავლემ უილიამ უებ ელისმა ფეხბურთის თამაშის დროს ხელი დასტაცა ბურთს და მეტოქის კარისაკენ გაიქცა. დღეისათვის ეს ვერსია, მართალია, ოფიციალურად უარყოფილია, მაგრამ რაგბიში მთავარ ჯილდოს, მსოფლიოს თასს, მაინც ელისის სახელი ჰქვია. სინამდვილეში, მაშინ ფეხბურთის თამაში ფეხითაც შეიძლებოდა და ხელითაც1845 წელს რაგბის სკოლის მოსწავლეებმა დაწერეს წესები, რომელმაც სათავე დაუდო ახალ თამაშს - Rugby-football-1863 წლამდე, სანამ ინგლისში ფეხბურთის ასოციაცია ჩამოყალიბდებოდა, გუნდები თამაშის წინ თანხმდებოდნენ თუ რომელი წესებით ეთამაშათ. განსხვავება ის იყო, რომ რაგბიში ბურთის ხელში დაჭერა და გაქცევა შეიძლებოდა, ფეხბურთში კი - მხოლოდ დაჭერა1869 წელს ფეხბურთში საბოლოოდ აიკრძალა ხელით თამაში და ხელით თამაშის მიმდევრებმა 1871 წელს დააარსეს ინგლისის რაგბის კავშირი, რომელმაც 21 კლუბი გააერთიანა. იმავე წელს გამოიცა თამაშის პირველი ოფიციალური წესები და გაიმართა პირველი საერთაშორისო მატჩიცინგლისი - შოტლანდია. ახალმა თამაშმა მალე მოიკიდა ფეხი ბრიტანეთის კუნძულებზე. ზედიზედ შეიქმნა შოტლანდიის (1873 წელს), ირლანდიის (1875) და უელსის (1881) რაგბის კავშირები.არსებობს 

3 comments:

  1. Replies
    1. 01011001 01101111 01110101 00100000 01000001 01110010 01100101 00100000 01001000 01100001 01100011 01101011 01100101 01100100 00100001 00100000 01000100 01100101 01100010 01101001 01101100 01101111

      Delete